Belive

IJF-მა პუტინი და როტენბერგი ფედერაციაში დაკავებული ყველა თანამდებობიდან გაათავისუფლა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ძუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და რუსი ბიზნესმენი, არკადი როტენბერგი, ორგანიზაციაში დაკავებული ყველა თანამდებობიდან მოხსნეს. ინფორმაციას IJF-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
,,ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს, რომ ბატონი ვლადიმერ პუტინი და ბატონი არკადი როტენბერგი ფედერაციის ყველა თანამდებობიდან გათავისუფლებულები არიან,'' - ვკითხულობთ განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ, ორგანიზაციამ პუტინს საპატიო პრეზიდენტის სტატუსიც შეუჩერა. რაც შეეხება როტენბერგს, რუსი მილიარდერი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის კომიტეტის წევრი 2013 წელს გახდა.

სხვა სტატიები