Belive

IJF-მა ილია სულამანიძე წლის ამომავალ ვარსკვლავად დაასახელა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია წლის საუკეთესო სპორტსმენებს ავლენს. ნომინაციაში ,,წლის ამომავალი ვარსკვლავი'' ილია სულამანიძემ გაიმარჯვა. სულამანიძისთვის 2021 წელი გამორჩეული იყო - ქართველმა ძიუდოისტმა ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იტალიაში, ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი ოქროს დაეუფლა. გარდა ამისა, ილია ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლი მოიგო, თელ ავივში კი - ბრინჯაო.
 

სხვა სტატიები