Belive

იაპონური მედია - ტოკიოს ოლიმპიადას უცხოელი მაყურებელი ვერ დაესწრება

5 წლის წინ სხვა
2 წთ
იაპონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადა, შესაძლოა, უცხოელი მაყურებლების გარეშე ჩატარდეს. აღნიშნული მოსაზრება აქვს ქვეყნის მთავრობას, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის. როგორც ცნობილია, იაპონიის მთავრობა და საზაფხულო თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი დისტანციურ შეხვედრას მომავალ კვირას გამართავენ, რის შემდეგაც უცხოელი გულშემატკივრის დასწრებასთან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილება იქნება ცნობილი. დღევანდელი მდგომარეობით, იმის გამო, რომ ბევრ ქვეყანაში COVID 19-ის ბევრად უფრო გადამდები ვარიანტებია გამოვლენილი, იაპონიაში ტურისტების დაშვების გამო ძალიან ფრთხილობენ. იაპონიაში, 2021 წლის დადგომასთან ერთად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მეტად გართულდა. იანვარში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 7800-ს აღწევდა, მდგომარეობა კი შედარებით სტაბილური მარტში გახდა, როდესაც დადებითი პასუხი 679 ადამიანის ტესტმა აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ ტოკიოს ოლიმპიადის 1 წლით გადადებისგან მიღებულამ ზარალმა 1,64 ტრილიონ გირვანქა სტერლინგი შეადგინა, საორგანიზაციო კომიტეტი გაყიდული ბილეთებისგან 90 მილიარდ გირვანქა სტერლინგის მიღებას ვარაუდობდა. მართალია, იაპონიაში, დაახლოებით, 1 მილიონ უცხოელ მაყურებელს ელოდებოდნენ, თუმცა 4,4 მილიონი ბილეთი უკვე გაიყიდა.
"ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ ადამიანები სტადიონებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მივიღოთ. მაგრამ, თუ არ ვიქნებით მზად მათ მისაღებად და არ იქნება კარგი სამედიცინო მდგომარეობა იაპონიაში, ეს ასევე დიდ პრობლემას შეუქმნით ტურისტებსაც," - ამბობს ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი სეიკო ჰაშიმოტო.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადა მიმდინარე წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება, ხოლო პარაოლიმპიადა სტარტს 24 აგვისტოს აიღებს და 5 სექტემბერს დასრუდლება.

სხვა სტატიები