Belive

იაპონია კვლავ პირველია | გოძილებმა მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობა დაასახელეს

11 საათის წინ სხვა
1 წთ

ტრადიცია გრძელდება - იაპონიის ძიუდოისტთა ნაკრები კვლავ პირველია, რომლებმაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელეს, ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდა, რაც ფუკუოკაში იაპონიის შიდა ჩემპიონატი ჩატარდა და შეირჩა შემდეგი შემადგენლობა.

გოძილები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 18 სპორტსმენით წარდგებიან, საიდანაც 9 მამაკაცი, ხოლო 9 ქალი იქნება.

შემადგენლობა

  • 60 კგ | რიუჯუ ნაგაიამა

  • 66 კგ | ჰიფუმი აბე, ტაკეში ტაკეოკა

  • 73 კგ | რიუგა ტანაკა

  • 81 კგ | იუჰეი ოინო

  • 90 კგ | სანშირო მურაო, გოკი ტაჯიმა

  • 100 კგ | დოტა არაი

  • +100 კგ | კანტა ნაკანო

    ქალები

  • 48 კგ | ვაკანა კოგა

  • 52 კგ | უტა აბე

  • 57 კგ | მომო ტამაოკი, აკარი ომორი

  • 63 კგ | ჰარუკა კაჯუ

  • 70 კგ | შიჰო ტანაკა

  • 78 კგ | კურენა იკედა

  • +78 კგ | აკირა სონე, მაო არაი

აქვე შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს. შეჯიბრი 4 ოქტომბერს აიღებს სტარტს და 10 ოქტომბერს დასრულდება.