Belive

იანვრიდან ტოჩინოშინი და გაგამარუ გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ

7 წლის წინ სხვა
1 წთ
იაპონიის სუმოს ასოციაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2019 წლის 1 იანვრიდან პროფესიულ სუმოში ხელფასები გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ხელფასები 6-7%-ით იზრდება - რაც უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში პირველად ხდება. სუმოში ხელფასები რანგის მიხედვით განისაზღრება. იაპონიის სუმოს ასოციაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ხელფასები მხოლოდ სეკიტორებს (ელიტის სუმოისტები) გაეზრდებათ. 2019 წლის 1 იანვრიდან იოკოძუნას (დიდი ჩემპიონი) ხელფასი 3 მილიონი იენი გახდება. ოძეკი (ჩემპიონი) ყოველთვიურად 2.5 მილიონ იენს მიიღებს. სეკივაკე და კომუსუბი თვეში 1.8 მილიონს - ხოლო რიგითი მაეგაშირები 1.4 მილიონ იენს დასჯერდებიან. ხელფასების მატება შეეხოთ ჯურიოს სუმოისტებსაც, რომელთა ანაზღაურება 1.2 მილიონი იენი გახდება. სუმოს ქართველი გულშემატკივრებისათვის განსაკუთრებით საინტერესოა თუ რამდენით გაიზრდება თეიმურაზ ჟუღელისა (გაგამარუ) და ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) ანაზღაურება. გაგამარუ თვეში 1.2 მილიონ იენს მიიღებს, რაც დაახლოებით 28 ათას ლარს უდრის. რაც შეეხება ლევან გორგაძეს - ტოჩინოშინი 2.5 მილიონ იენს მიიღებს, რაც 58.5 ათას ლარს უტოლდება.

სხვა სტატიები