"ჰოლოუეისთან მოგების შემდეგ წრეს გავარღვევ და ქამარზე კიდევ ვიჩხუბებ" - ჩარლზ ოლივეირა
ჩარლზ ოლივეირა თვლის, რომ მსუბუქი წონის ქამარზე ჩხუბის შანსს კიდევ მიიღებს. ამისთვის მხოლოდ ჰოლოუეის დამარცხება სჭირდება, რომელსაც BMF-ს ტიტულზე დაუპირისპირდება. ოლივეირას აზრით, ის უკეთ ყიდის ბრძოლებს ვიდრე გეიჯი ან პიმბლეტი.
UFC თამაშია. მოგიწევს ისწავლო როგორ ითამაშო, წინააღმდეგ შემთხვევაში უკანა ფონზე დარჩები. მოდით ოდნავ უკან დავბრუნდეთ. თოფურიას ცხოვრებაში რთულ მომენტებთან უხდება გამკლავება და ცოტა შესვენება სჭირდება, მართალი ვარ? ახლა გვყავს ორი ბიჭი, რომლებიც დროებითი ქამრისთვის იანვარში იბრძვიან. აქედან ორ თვეში BMF-ის ტიტულისთვის ვიჩხუბებ. ვფიქრობ, პატივისცემის გათვალისწინებით, მე მეტად ვყიდი ბრძოლებს ვიდრე ის ორი, რომლებიც ქამარზე იჩხუბებენ. მე მათზე მეტი ქარიზმა მაქვს. ჩემთვის არმანი იყო ბიჭი, რომელსაც ქამარზე უნდა ეჩხუბა, მაგრამ არ ვიცი რატომ არ მისცეს ამის უფლება. თუნდაც ხალხი ამას არ ფიქრობდეს, მე ბრძოლებს არმანზე კარგადაც ვყიდი. ასე რომ, მოგების შემდეგ წრეს გავარღვევ და ქამარზე კიდევ ვიჩხუბებ. - განაცხადა ჩარლზ ოლივეირამ
Charles Oliveira believes he'll be next in line for a title shot with a win over Max Holloway 👀
— Championship Rounds (@ChampRDS) December 10, 2025
"With all due respect, I sell much more than the two who are going to fight for the [interim] title.
I'm going to put on a great fight and I'm going to win this fight. And if it's a… pic.twitter.com/p6T8RpJLge
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ქამარი ვაკანტური გახადა. მსუბუქი წონის დროებითი ტიტულისთვის 25 იანვარს ჯასტინ გეიჯი და პადი პიმბლეტი იჩხუბებენ. ოლივეირა და ჰოლოუეი კი დივიზიონში BMF ვინაობას 8 მარტს გაარკვევენ.