Belive

ჰენრი სეხუდო: "შონს შანსი აქვს..."

6 თვის წინ სხვა
1 წთ

ჰენრი სეხუდომ მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის მომავალი ჩხუბი განიხილა. Triple C თვლის, რომ უმართან გამარჯვებამ ქართველს დიდი თავდაჯერება მისცა და ო'მალის დამარცხება არ გაუჭირდება.

შონს შანსი აქვს, მაგრამ ეს ადრევე უნდა გამოიყენოს. თუმცა, მერაბ დვალიშვილის მსგავსი მებრძოლისთვის გასაღების პოვნა მარტივი იქნება. იგივე გააკეთე, ამჯერად უფრო მეტი წნეხი დაადე ო'მალის და მალევე გატყდება. მერაბ ორი ვარიანტი გაქვს - მოძრაობა და შემდეგ შესატევად კარგი მომენტის პოვნა. მეორე - მიიღე დარტყმა და შემდეგ შეუტიე. - თქვა ჰენრი სეხუდომ

შეგახსენებთ, რომ სეხუდოს და მერაბს ბრძოლა ჰქონდათ, სადაც დვალიშვილმა გაიმარჯვა.

ო'მალისა და დვალიშვილის დაპირისპირება 8 ივნისს გამთენიისას დაიწყება. გეტყვით, რომ მერაბისთვის ეს მეორე საჩემპიონო დაცვა იქნება.

სხვა სტატიები