Belive

ჰენრი სეხუდო მარლონ ვერას დაუპირისპირდება

11 თვის წინ სხვა
1 წთ

ჰენრი სეხუდო მომავალ ბრძოლას მარლონ ვერას წინააღმდეგ გამართავს. აღნიშული დაპირისპირება 20 აგვსიტოს გაიმართება. საინტერესოა, რომ იგივე საღამოს ერთმანეთის წინააღმდეგ ალჯამეინ სტერლინგი და შონ ო'მალი იბრძვიან.

აღსანიშნავია, რომ ერთვი თვის წინ სეხუდო ამბობდა, რომ დვალიშვილის გამოჯანმრთელებას დაელოდებოდა და მას შეებრძოლებოდა.

“მსურს ბრძოლა 25 ოქტობრის შემდეგ შედგეს. თუ მერაბს ამისთვის დიდი დრო დასჭირდება, სხვა ბრძოლაზე მომიწევს ფიქრი. ჩემი მიზნები ამ ბიჭთან დაკავშირებით ყველამ იცის. ჩვენს დაპირისპირებას კარგი ისტორია აქვს. ვიცი მერაბს სტერლინგისგან განსხვავებული სტილი აქვს. მოვიცდი, მის შეყვარებულს დავამარცხებ და ქამარსაც დავიბრუნებ.” – განაცხადა ჰენრი სეხუდომ

როგორც ჩანს, მერაბს ოქტაგონზე დასაბრუნებლად დიდი დრო დასჭიდება. სეხუდომ კი, დრო არ დაკარგდა და "ჩიტო" ვერას წინააღმდეგ ბრძოლა ჩანიშნა.

შეგახსენებთ, რომ ჰენრი ბოლოს ოქტაგონზე ალჯამაინ სტერლინგის წინააღმდეგ გამოვიდა და 5 რაუნდიან ბრძოლაში ჩემპიონის წინააღმდეგ დამარცხდა.

სხვა სტატიები