Belive

ჰარუ ბაშომ შეიძლება მაყურებლის გარეშე ჩაიაროს

4 წლის წინ სხვა
1 წთ
იაპონიის სუმოს ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, მარტის, იგივე ჰარუ ბაშომ, შეიძლება მაყურებლების გარეშე ჩაიაროს. მათი თქმით, პრევენციული ზომების მიღება კორონავირუსისგან თავის ასარიდებლად არის საჭირო. სუმოს ასოციაციის საბჭოს წევრები ორი არჩევანის წინაშე დგანან: პირველი ვარიანტის თანახმად, 9 წლის შემდეგ, ჰარუ ბაშო საერთოდ არ გაიმართოს, რაც უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში, პირველად მოხდება. მეორე ვარიანტი კი, როგორც მოგახსენეთ, ტურნირის მაყურებლების გარეშე ჩატარებაა. კორონავირუსთან დაკავშირებით, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინძო აბემ, სპეციალური მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, ვირუსისგან თავის ასარიდებლად, საჭიროა ერთიანი მოქმედების გეგმა, რომელიც სპორტული შეჯიბრებების გადადებას ან გაუქმებასაც ითვალისწინებს. 1 მარტის მონაცემებით, იაპონიაში კორონავირუსის 241 შემთხვევაა დაფიქსირებული. 6 დაინფიცირებული ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა, 32 სრულიად განიკურნა, დანარჩენები კი აქტიური ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან.

სხვა სტატიები