ჰალკ ჰოგანი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
ცნობილი ამერიკელი რესტლერი და მსახიობი ჰალკ ჰოგანი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი ტერი ბოლეაა 71 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინფორმაციას TMZ აქვეყნებს.
წყაროს ცნობით ლეგენდარული მებრძოლი ფლორიდაში, საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა.
ჰალკ ჰოგანმა კარიერა 1977 წელს დაიწყო, მან 12-ჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და WWE-ის გამარჯვებული 6-ჯერ გახდა. სპორტსმენობის გარდა ის ბევრ ფილმსა თუ სატელევიზიო შოუში მონაწილეობდა და საკმაოდ ცნობილი ადამიანიც გახლდათ.
Breaking News: Hulk Hogan has died at age 71
— TMZ (@TMZ) July 24, 2025
Story developinghttps://t.co/Ou77mrRNYk