Belive

ჰაასის პილოტი რომან გროსჟანი ავარიას გადაურჩა

3 წლის წინ სხვა
1 წთ
რომან გროსჟანი ბაჰრეინის გრან პრიზე ფორმულა 1-ის რბოლაში მონაწილეობისას სერიოზულ ავარიაში გადარჩა. რბოლის დაწყებიდან რამდენიმე წამში ფრანგი მრბოლელის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და მესამე მოსახვევში ტრასიდან გადავარდა. სავარაუდოდ, გროსჟანმა კონტროლი დაკარგა, რასაც მოჰყვა შეჯახება და აფეთქება, შემთხვევის კადრებში კარგად ჩანს, რომ მანქანა შეჯახების შედეგად შუაზე გაიყო.
  ინციდენტისთანავე წითელი ალამი აიწია და რბოლა შეაჩერეს. საბედნიეროდ, გროსჟანმა შეძლო მანქანიდან გადმოსვლა და ავარიის ადგილის დატოვება, რის შემდეგაც სამედიცინო ბრიგადასთან მივიდა. მან გაიარა სამედიცინო შემოწმება და განცხადების თანახმად უმნიშვნელო დამწვრობები აქვს მიღებული, სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა.  

სხვა სტატიები