Belive

გვარდიოლას ღირსეული საქციელი - პეპმა სიტის თანამშრომლები დაასაჩუქრა

10 თვის წინ სხვა
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" ფენომენალური სეზონის შემდეგ, პეპ გვარდიოლამ გადაწყვიტა, რომ "სიტის" ყველა თანამშრომლის შრომა დაფასდეს.

ბრიტანულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, გვარდიოლამ პრემიერ ლიგის მოგებისთვის მიღებული პრემია "მანჩესტერ სიტის" თანამშრომლებს გაუნაწილა. ცნობილია, რომ პეპმა ჯილდოს სახით 750,000 ფუნტი მიიღო, რომელიც თანამშრომლებს გაუნაწილა. ჯილდოს პირველ რიგში "სიტის" მიმღები განყოფილებისა და უსაფრთხოების თანამშრომლებს გაუნაწილებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვარდიოლა "სიტის" სტაფს ასაჩუქრებს.

შეგახსენებთ, პეპ გვარდიოლას მეთაურობით, 2022/23 წლების სეზონში, "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.