პეპ გვარდიოლამ ლიგის თასის ფინალის შემდეგ, რაჰიმ სტერლინგის შესახებ ისაუბრა.
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ინგლისელი ფეხბურთელით კმაყოფილია.
როგორც ჩანს, სტერლინგმა ფინალში პენალტების სერიაში პასუხისმგებლობის აღება გადაწყვიტა.
"სტერლინგმა გვითხრა, რომ ან პირველ, ან ბოლო თერთმეტმეტრიანს შეასრულებდა.მე არ ვიცი სადამდე მიაღწევს სტერლინგი, მაგრამ ფაქტია, რომ ის გაბედულია. 24 წლის ასაკში ეს ძალიან მაგარია.რაჰიმი უფრო და უფრო მეტ სიამოვნებას იღებს თამაშისგან. როდესაც ინგლისელი კარიერას დაასრულებს, იტყვის, რომ პასუხისმგებლიანი და ძლიერი ფეხბურთელი იყო," - განაცხადა გვარდიოლამ