Belive

გულშემატკივრების აზრით, დოლიძე იმავოვთან ფავორიტია

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ცნობილმა გამოცემამ MMA Junkie-მ გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც მომავალ ღონისძიებას ეხება. გულშემატკივრებს სხვადასხვა ბრძოლებში საკუთარი ფავორიტების დაფიქსირება სთხოვეს. UFC Vegas 85-ზე რომან დოლიძე საღამოს მთავარ ბრძოლას ჩაატარებს. მისი მეტოქე საშუალო წონის მე-11 ნომერი ნასურდინ იმავოვი იქნება. გამოკითხულთა 67%-მა ამ დაპირისპირებაში ფავორიტად რომან დოლიძე დაასახელა.

ფრანგი ოქტაგონზე არც ისე წარმატებული სერიით ბრუნდება. კრის კერტისთან გამართული ბოლო ჩხუბი შედეგის გარეშე გამოცხადდა, რადგან მებრძოლები ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ. მანამდე სტირკლენდთან გამართული 5-რაუნდიან შეხვედრაში აშკარად დაიჩაგრა.

რომან დოლიძე ბოლოს რვაკუთხედში 19 მარტს გამოჩნდა და მარვინ ვეტორის წინააღმდეგ დამარცხდა. ქართველს UFC-ში 8 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 6 გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ დოლიძისა და იმავოვის ბრძოლა 4 თებერვალს გაიმართება.

სხვა სტატიები