GTA VI-ის გამოსვლის თარიღმა კიდევ ერთხელ გადაიწია
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო თამაშის, Grand Theft Auto-ს მე-6 ნაწილის გამოსვლის თარიღი ისევ შეიცვალა. Rockstar-მა ახალ თარიღად 2026 წლის 19 ნოემბერი დაასახელა, არადა თამაში თავდაპირველად მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გამოსულიყო, ბოლო ცნობებით კი მომავალი წლის მაისში.
,,GTA VI 2026 წლის 19 ნოემბერს გამოვა. ბოდიშს გიხდით თარიღის გადაწევისთვის, რომელსაც ამდენ ხანს ელოდით. თუმცა, დამატებითი თვეები საშუალებას მოგვცემს თამაში იმ ხარისხით დავასრულოთ, რასაც ელოდებით და იმსახურებთ.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის.'' - წერია Rockstar-ის განცხადებაში
GTA-ს ბოლო, მე-5 სერია 2013 წელს გამოვიდა და დღემდე, ყველა დროის ყველაზე გაყიდვად თამაშებს შორის, მე-2 ადგილს იკავებს (მხოლოდ Minecraft-ს ჩამორჩება).
ფინანსური ანალიტიკოსების ვარაუდით, მე-6 ნაწილის ფასი 100 დოლარი იქნება და გაყიდვების ყველანაირი რეკორდი მოიხსნება. მოსალოდნელია, რომ Rockstar თამაშის გაყიდვით 10 მილიარდ დოლარამდე გამოიმუშავებს.
Hi everyone,
— Rockstar Games (@RockstarGames) November 6, 2025
Grand Theft Auto VI will now release on Thursday, November 19, 2026.
We are sorry for adding additional time to what we realize has been a long wait, but these extra months will allow us to finish the game with the level of polish you have come to expect and… pic.twitter.com/yLX9KIiDzX