გრაცის ევროპის თასზე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს
10 თვის წინ
სხვა
1 წთ
გრაცის ევროპის თასის მეორე დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა.
-81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა ბაბუციძემ ფინალში იტალიელი ალესანდრო ბელინი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ოქროს მედალი მოიპოვა მიხეილ ჯაფარიძემაც (-100 კგ), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში იუს სხელს (ნიდერლანდები) მოუგო.
ქართული ფინალი იყო +100 კილოგრამში, სადაც შალვა გურეშიძემ უჩა ტაბატაძეს აჯობა.
დღეს ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ალექსანდრე ლოლაძემ (-81) და თამაზ კობერიძემ (-90)
ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე სულ 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.