ქართველი კარატისტი – გოგიტა არქანია (+ 84 კგ) დუბაიში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
37 წლის სპორტსმენმა ფინალამდე მექსიკელი, მონტენეგროელი, ესპანელი, ამერიკელი და ხორვატი მეტოქეების დამარცხება მოახარეხა, ფინალში კი იტალიელ სიმონე მარინოს 3:2 მოუგო
არქანიამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კარიერაში მეორედ მოიპოვა - ქართველმა კარატისტამ გამარჯვება 2014 წელს ბრემენშიც შეძლო.