"გიჟური ძალა ჰქონდა" - შონმა მერაბთან მარცხის მომენტი გაიხსენა
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
საკუთარ YouTube არხზე შონ ო'მალიმ მერაბთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა. "შუგამ" არაერთხელ აღნიშნა, რომ სუპერმსუბუქ წონაში დვალიშვილი ყველა დროის საუკეთესოა და ამის თქვა არც ამ ვიდეოში დავიწყებია. ო'მალიმ მარცხის მომენტიც გაიხსენა, სადაც მერაბს მისი კისერი ეჭირა და ყველაფერი დეტალურად ახსნა.
უცნაურია, რადგან ვერ ვგრძნობდი თუ ჩავლებას მომიჭერდა. მეგონა უბრალოდ ამ პოზიციაში გამაკონტროლებდა, როგორც ამას ყოველთვის აკეთებს. ვერ გავაანალიზე რა დრო იყო დარჩენილი. ფეხზე წამოდგომისა და რაღაცის გაკეთების ნაცვლად, ჩემს დაცვის პოზიციაში მეტი დრო უნდა გამეტარებინა. წინა ჯერზეც ძლიერი იყო, მაგრამ ახლა გიჟური ძალა ჰქონდა. ის ყველა დროის საუკეთესო სუპერმსუბუქი წონის მებრძოლია. - განაცხადა შონ ო'მალიმ
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ო'მალი UFC 316-ზე მეორედ დაამარცხა და ქამარი ასევე მეორედ დაიცვა. ამ გამარჯვებით "მანქანამ" საერთო რეიტინგში პოზიცია საგრძნობლად გაიუმჯობესა და ახლა მეორე ადგილზეა. ახლა ქართველს მხოლოდ ისლამ მახაჩევი ასწრებს. აღსანიშნავია, რომ დვალიშვილმა ლეგენდარული ჯონ ჯონსი ჩამოიტოვა.