Belive

გიორგი გოჩოლეიშვილის შახტარი უკრაინის ჩემპიონია

11 თვის წინ სხვა
1 წთ

უკრაინის პრემიერ ლიგის 29-ე ტურში დონეცკის ,,შახტარმა'', სადაც გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს, უშუალო კონკურენტი ,,დნიპრო'' 3:0 დაამარცხა და ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა.

,,შახტარს'' ბოლო ტურის წინ 72 ქულა დაუგროვდა, რითაც გუნდი მეორეადგილოსან ,,დნიპროს'' 8 ქულით გაექცა.

დღევანდელ მატჩში გიორგი გოჩოლეიშვილს არ უთამაშია. 22 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში უკრაინული კლუბის მაისურით ჩატარებულ 12 შეხვედრაში 1 გოლია.

,,შახტარი'' ქვეყნის ჩემპიონი ისტორიაში მეთოთხმეტედ გახდა.