Belive

გიგა ჭიკაძე: "კევინს საბავშვო ბაღში გავგზავნი, რომ მომავალში უკეთესი დაბრუნდეს"

2 დღის წინ სხვა
1 წთ

დღეს UFC Vegas 112-ს მედია დღე გაიმართა. მებრძოლები ჟურნალისტებს შეხვდნენ და სხვადასხვა კითხვებს უპასუხეს. მედიის წინაშე წარსდგა გიგა ჭიკაძეც, რომელმაც რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

ახლა რეიტინგს დიდად არ ვუყურებ. ვიცი ჩემი ადგილი. მე საჩემპიონო კალიბრის მებრძოლი ვარ. ჯინ სილვა ვითხოვე, მაგრამ ვალეხოსი მივიღე. ახალი მებრძოლია და ვფიქრობ არაა მზად იმ დონისთვის, რასაც მე შევთავაზებ. კევინს საბავშვო ბაღში გავგზავნი, რომ მომავალში უკეთესი დაბრუნდეს. ის ახალგაზრდაა და მთელი კარიერა წინ აქვს.

მე სნაიპერის სტილის მებრძოლი ვარ, ვინც თავის დარტყმებს კარგად უმიზნებს. მოწინააღმდეგის ბევრი ჩანაწერი ვნახე და ვიცი რა უნდა გავაკეთო. მთელი ცხოვრებაა მის მსგავს მებრძოლებთან მიწევს გამკლავება.

მომწონს მისი თავდაჯერება. იმიტომ მივეცი შანსი, რომ ვიცი რისი გაკეთება შეუძლია. ის ჩემთვის, არ მინდა უპატივცემულო ვიყო, კარგი მედიუმ რეარი სტეიკი იქნება. მიყვარს სტეიკი.

გამარჯვებისთვის საჭიროა უბრალოდ გიგა ვიყო. საკუთარი თავის 100% უნდა გამოვიტანო. არაფერს სასწაულს არ ვაპირებ რომ გითხრათ. უბრალოდ ვაპირებ ჩხუბს ჯანმრთელად შევხვდე. - განაცხადა გიგამ

შეგახსენებთ, რომ გიგას ბრძოლა 13 დეკემბერს გაიმართება. მისი მოწინააღმდეგე კევინ ვალეხოსი იქნება, რომელიც UFC-ში მესამე ჩხუბს გამართავს. წინა ორი ბრძოლა ვალეხოლმა მოიგო და ახლა მისი რეკორდი 16-1 არის.

რაც შეეხება გიგას ის 2-წაგებიან სერიაზე. ბოლო ის დევიდ ონამას წინააღმდეგ დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ჭიკაძე რეიტინგში მე-15 ადგილზეა და მარცხის შემთხვევაში სიაში აღარ იქნება.

სხვა სტატიები