გერმანელი ტანმოვარჯიშის დაჯილდოებისას, შეცდომით საქართველოს ჰიმნი ჩართეს
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
რიო დე ჟანეიორში, ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატზე უცნაური შემთხვევა მოხდა.
გერმანიის სახელით მოასპარეზე დარია ვარფოლომეევმა კარიერაში მორიგი ოქროს მედალი მოიპოვა, თუმცა, მისი დაჯილდოებისას, გერმანიის ჰიმნის ნაცვლად, დარბაზში საქართველოს ჰიმნი გაისმა.
18 წლის სპორტსმენმა დაჯილდოების შემდეგ განაცხადა:
გავიფიქრე - ახლა რა უნდა ვქნა?! უბრალოდ, ჩემი ჰიმნი ვიმღერო? სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეთ შეცდომებს უშვებენ, მაგრამ, მეგონა, რომ მსგავსი რამ მსოფლიო ჩემპიონატზე არ მოხდებოდა.
ვარფოლომეევი რუსეთშია დაბადებული, თუმცა გერმანიის სახელით 2019 წლიდან ასპარეზობს. მის ანგარიშზე მსოფლიო ჩემპიონატის არაერთი ოქროს მედლისა, ოლიმპიური ოქროცაა.