Belive

დღეს "ხელბურთის პელედ" წოდებული ჯემალ ცერცვაძის დაბადების დღეა (ვიდეო)

5 წლის წინ სხვა
1 წთ
დღეს დიდი ქართველი ხელბურთელი, მსოფლიო ხელბურთის ვარსკვლავი და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ყოფილი საპატიო პრეზიდენტი, ჯემალ ცერცვაძე 80 წლის გახდებოდა.  20-წლიანი კარიერის განმავლობაში, სხვადასხვა ტურნირებსა და შეჯიბრებებზე მას 5000-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატზე (1967წ.) ჩატარებული საოცარი თამაშების შემდეგ, სადაც მან თავი თავბრუდამხვევი ფინტებითა და ამოუცნობი დარტყმებით გამოიჩინა, ცერცვაძეს "ხელბურთის პელე" უწოდეს. ჯემალ ცერცვაძე თბილისის "ქარიშხალასა" (1958-75) და საბჭოთა კავშირის ნაკრებში (1959-72) თამაშობდა. იგი არის სსრკ ორგზის ჩემპიონი (1962, 1964), სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი. "ხელბურთის პელემ" ზედიზედ 10-ჯერ მოიპოვა სსრკ ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირის სახელი (1962–1971), მსოფლიო ფესტივალის ჩემპიონი (1968), მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიო ჩემპიონატში (1964, 1967, 1970), აქედან ორში (1964, 1967) ჩემპიონატის ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ აღიარეს და სამჯერ იყო შეყვანილი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ცერცვაძეს 78 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, სადაც მან 276 გოლის გატანა შეძლო. ჯემალ ცერცვაძე მიმდინარე წლის 29 იანვარს გარდაიცვალა.

იხილეთ ჯემალ ცერცვაძის საოცარი გოლი

სხვა სტატიები