Belive

გაგამარუმ კარიერა დაასრულა

3 წლის წინ სხვა
1 წთ
იაპონიაში 2020 წლის უკანასკნელი სუპერტურნირი - კიუშუ ბაშო ტარდება, რომელიც ფაქტობრივად დასკვნით ფაზაში გადავიდა, ვინაიდან 15-დან 10 საბრძოლო დღე უკვე დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ტურნირში ნაცვლად ორისა მონაწილეობას იღებს მხოლოდ ერთი ქართველი - ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელსაც ამ ეტაპისათვის მოგება წაგებათა თანაბარი ბალანსი აქვს (5-5). ქართველი გულშემატკივარისათვის სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა იაპონური სუმოს ასოციაციამ, რომელმაც ექს-კომოსუბი გაგამარუს ინტაის (კარიერის დასრულება) შესახებ გვაუწყა. როგორც ჩანს, ხანგრძლივი ბრძოლა ტრავმის წინააღმდეგ საბოლოო მარცხით დასრულდა და თეიმურაზ ჯუღელი პროფესიონალურ სუმოს, როგორც მებრძოლი ემშვიდობება. 516 მოგებული მატჩი 15-წლიანი კარიერის მანძილზე; უმაღლესი წოდება კომოსუბი; ერთი ოქროს ვარსკვლავი, რომელიც ჰარუმაფუჯის დამარცხებით მიითვალა აქტივში; 2 სპეციალურად დაწესებული პრიზი და 2012 წლის იანვრის ბაშოს ვიცე ჩემპიონი - ასეთია ჩამონათვალი, რომელიც მოკლედ და მრავლისმომცემად აღწერს გაგამარუს მრავალწლიან კარიერას. გვსურს, Live.ge-ის რედაქციის სახელით, მადლობა გადავუხადოთ გაგამარუს ღირსეული სპორტული კარიერისათვის და წარმატებები ვუსურვოთ სამომავლო ცხოვრებაში.

სხვა სტატიები