Belive

ფუტსალი | FLC03 უმაღლეს ლიგაში საასპარეზოდ ემზადება

1 წლის წინ სხვა
1 წთ

3 ოქტომბერს ახალ სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 1 აიღებს სტარტს. ჩემპიონატის ახალი სეზონის დაწყებისთანავე სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს, გაზრდილი კონკურენციის ფონზე განსაკუთრებული სანახაობა არ მოაკლდებათ.

გასულ სეზონში დაფიქსირებული ბრწყინვალე შედეგებიდან გამომდინარე, ფუტსალის ლიგა 1-ში ასპარეზობის უფლება "F.C. FLC 03"-მა მოიპოვა. კლუბმა მიმდინარე სეზონში გენერალურ სპონსორ betlive-სა და მედია პარტნიორ belive-სთან ერთად, კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა დაისახა მიზნად.

სეზონის სტარტისა და გეგმების შესახებ, "F.C. FLC 03"-ის დამფუძნებელს, თორნიკე ზოიძეს ვესაუბრეთ, რომელმაც გასული სეზონის წარმატება გაიხსენა და აღნიშნა, რომ მომავალ სეზონში მიზანი კიდევ უფრო მაღალი იქნება. თორნიკე ზოიძე იმ სიახლეების შესახებაც გვესაუბრა, რომელიც კლუბს კიდევ უფრო გაძლიერებაში დაეხმარება.

View this post on Instagram

A post shared by F.C. FLC 03 (@fcflc03)

გასული სეზონი ჩვენთვის ნამდვილად გამორჩეული იყო. რეგულარულ ჩემპიონატში მეშვიდე ადგილი დავიკავეთ, თუმცა ვიცოდით, რომ ჩვენი ადგილი უფრო მაღლა იყო და ფინალში თამაშს ვიმსახურებდით. პლეი-ოფში სწორედ ეს დამტკიცდა — მოვახერხეთ მეორე და მესამე ადგილზე მყოფი გუნდების დამარცხება და ფინალამდე გზა გავიკვლიეთ. გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში ოჯახივით მოქმედებდა — დისციპლინა, შრომა და ერთმანეთის მხარდაჭერა ჩვენი წარმატების საფუძველი გახდა. საბოლოოდ კი, თავდაუზოგავი შრომის შედეგად მოვახერხეთ უმაღლეს ლიგაში აღზევება.

ყველაზე დიდი სიახლე ის არის, რომ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც შემოიტანა ახალი ხედვა და ენერგია. ვიცით, რამდენად დიდი გამოწვევაა უმაღლეს ლიგაში თამაში, ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა სტაბილურობის შენარჩუნება და ადგილის დამკვიდრება ამ დონეზე. გვესმის, რომ თითოეული მატჩი ურთულესი იქნება, მაგრამ მზად ვართ. როგორც გუნდი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად წარვადგინოთ FLC 03 და ნაბიჯ-ნაბიჯ ავაგოთ მყარი საფუძველი მომავლისთვის.

წელს ასევე შევქმენით FLC03-ის ფარმ-კლუბი, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაზე. ჩვენი მიზანია, რომ ეს გუნდი სამომავლოდ ამარაგებდეს მთავარ გუნდს ახალი და პერსპექტიული მოთამაშეებით. ფარმ-კლუბი მეორე ლიგაში იასპარეზებს, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს რეალურ საკონკურენციო გარემოში მიიღონ გამოცდილება და ეტაპობრივად მოემზადონ უმაღლეს დონეზე გადასასვლელად. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი კლუბის სტრუქტურის გაძლიერების მიმართულებით, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი მიდგომა იქნება მომავლის ყველაზე დიდი გარანტია. - თორნიკე ზოიძე.

როგორც აღვნიშნეთ, ფუტსალის უმაღლესი ლიგის ახალი სეზონი 3 ოქტომბერს დაიწყება. პირველ ტურში F.C. FLC 03-სა და ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსის დაპირისპირება შედგება.