ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველო ფავორიტთა შორის
25-29 მარტს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ნაჩვენები ისტორიული შედეგის ფონზე, საქართველოს ნაკრები ფავორიტთა შორისაა - განსაკუთრებული ყურადღება ბუნებრივია ალექსანდრე ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილის მიმართაა, რომელთაც ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს, ხოლო ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულეს.
Everything you need to know about #WorldFigure 👀
— ISU Figure Skating (@ISU_Figure) March 23, 2026
Schedules ✔️
Skaters to watch 👀
Where to watch 📺
Download the app now and stay up to date.👇 https://t.co/1Ob5dv0lgR#FigureSkating pic.twitter.com/1hnd9RfHyI
ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს (25 მარტი) ყინულზე ქალები გავლენ. მოკლე პროგრამაში საქართველოს სახელით ანასტასია გუბანოვა იასპარეზებს. კაცებში ნიკა ეგაძე გამოვა. რაც შეეხება წყვილთა თანრიგს, მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერ ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას, ხოლო შემდეგ დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი გავა.
მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი
25 მარტი
ქალები - მოკლე პროგრამა
სპორტული წყვილები - მოკლე პროგრამა
26 მარტი
კაცები - მოკლე პროგრამა
სპორტული წყვილები - თავისუფალი პროგრამა
27 მარტი
სპორტული ცეკვები - მოკლე პროგრამა
ქალები - თავისუფალი პროგრამა
28 მარტი
კაცები - თავისუფალი პროგრამა
სპორტული ცეკვები - თავისუფალი პროგრამა