Belive

Fight Sports - კატარის დამარცხებით ჭიკაძე ტიტულისათვის ბრძოლის შანსს მიიღებს

2 წლის წინ სხვა
2 წთ
MMA-ს ქართველი გულშემატკივრისათვის 2021 წელი განსაკუთრებული გამოდგა. UFC-ის ეგიდით გამართულ ივენთებზე - გიგა ჭიკაძე, მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია, რომან დოლიძე და ლიანა ჯოჯუა ვიხილეთ. უმნიშვნელოვანეს ბრძოლებში მოპოვებული გამარჯვებები, დამარცხებული ძლევამოსილი მეტოქეები და არაერთი გასაოცარი ემოცია, რომელიც მებრძოლებმა ქართველ გულშემატკივარს აჩუქეს. დასამახსოვრებელი მომენტების პარალელურად, იმედგაცრუებაც ვიხილეთ. სამწუხაროდ, UFC-ს ერთადერთმა ქართველმა ქალმა მებრძოლმა – ლიანა ჯოჯუამ ორგანიზაცია დატოვა. 2021 წელს, ქართველებმა UFC-ს ეგიდით გამართულ ივენთებზე 8 ბრძოლა გამართეს. 6 გამარჯვება და 2 მარცხი – ასეთია ჩვენი მებრძოლების მონაგარი. MMA-ს ქართველ გულშემატკივრებს 2022 წელს არანაკლებ გამორჩეული ბრძოლები ელით. 15 იანვარს, ლას ვეგასში, "UFC Apex" არენაზე გიგა ჭიკაძე კელვინ კატარს დაუპირისპირდება. Fight Sports-ი წყვილში ფავორიტად გიგა ჭიკაძეს მიიჩნევს და რამდენიმე მიზეზს ასახელებს. ჭიკაძისა და კატარის საბრძოლო სტილის შედარებისას, Fight Sports-ი უპირატესობას ქართველ მებრძოლს ანიჭებს. პირველ რიგში, სტილისტური თვალსაზრისით, კატარი არის მოკრივე, რომელიც ბრძოლის დროს მხოლოდ ხელებს იყენებს მაშინ, როდესაც ჭიკაძეს მრავალი განსხვავებული კომბინაცია აქვს დამუშავებული. ჭიკაძის ცნობილი საფირმო დარტყმა - "Giga Kick" ყველა მებრძოლისთვის პრობლემატურია, რადგან მეტოქემ არ იცის, ის ღვიძლისკენაა მიმართული თუ თავისკენ. საბრძოლო სტილების პარალელურად, მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ გამართული ბრძოლის შემდეგ, კატარმა სერიოზული ტრავმა მიიღო. ისეთი სახელოვანი მებრძოლიც კი, როგორიც ტონი ფერგიუსონია, ჯასტინ გეიჯისთან სასტიკი მარცხის შემდეგ, ჩვეულ ფორმას ვერ დაუბრუნდა. ფერგიუსონი გამძლეობითა და გიჟური შესაძლებლობებითაა ცნობილი, თუმცა ტრავმის შემდეგ ოპტიმალური ფორმა ვერ აღიდგინა. იმ შემთხვევაში, თუ ჭიკაძე კატარის დამარცხებას შეძლებს, დიდი ალბათობით ტიტულისათვის ბრძოლის შანსს მიიღებს.

სხვა სტატიები