Belive

ფერარი მაიამის გრან პრიზე განსაკუთრებული შეფერილობით გამოვა

1 კვირის წინ სხვა
2 წთ

"სკუდერია ფერარი" მომავალი გრან პრისთვის, რომელიც მაიამიში გაიმართება, განსხვავებულ დიზაინს ამზადებს. ეს იქნება 2024 წლის სეზონის პირველი შეჯიბრი, რომელზეც ფერარი განსაკუთრებულ შეფერილობას გამოიყენებს. ჯერ ზუსტად არაა ცნობილი როგორ შეიღებება ფერარის ბოლიდი SF-24, თუმცა ვიცით, რომ გამოყენებული იქნება ლურჯი და ცისფერი ტონები, უფრო კონკრეტულად კი ის ფერები, რომელიც ფერარის ისტორიის განმავლობაში რამდენჯერმე გამოუყენებია: Azzurro La Plata და Azzurro Dino.

ეს გადაწყვეტილება იტალიელებმა იმის გამო მიიღეს, რომ აშშ-ის საავტომობილო ბაზარზე 70-წლიანი ყოფნის იუბილე აღნიშნონ. უკვე 1964 წელს, ამერიკაში ჩასვლიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ, ფერარიმ გამოიყენა თეთრი და ლურჯი ამერიკული შეფერილობა, რომელიც მაყურებელმა სეზონის ბოლო ორი გრან პრის დროს იხილა - აშშ-სა და მექსიკაში.

ფერი Azzurro La Plata არის ლურჯის ღია ელფერი, რომელიც გამოიყენებოდა არგენტინის საავტომობილო რბოლაში, სწორედ აქედან მოდის ფერის სახელიც. ის განსაკუთრებით მოგვაგონებს ფერარის 2-გზის მსოფლიო ჩემპიონ პილოტს, ალბერტო ასკარის, რომელიც Azzurro La Plata ფერის ჩაფხუტით გამოდიოდა. იგივე ფერი გამოიყენებოდა ჯონ სურტისის, ლორენცო ბანდინის, ლუდოვიკო სკარფიოტის, კრის ამონის და ნიკი ლაუდას კოსტუმებისთვისაც.

მაიამის გრან პრი 3-5 მაისს გაიმართება. დიდი შანსია, რომ ფერარის პილოტები, კარლოს საინსი და შარლზ ლეკლერი, რომლებიც ყოველთვის წითელ ან თეთრ კოსტუმებს ატარებენ, განსხვავებულ ეკიპირებაში ვიხილოთ.

ჯონ სურტისი Azzurro La Plata ფერის კოსტუმით