F1-მა პიკეს სიტყვები დაგმო | ჰამილტონს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს
4 წლის წინ
სხვა
1 წთ
„დისკრიმინაციული ან რასისტული საუბრის მანერა ნებისმიერი ფორმით მიუღებელია და მას ჩვენს საზოგადოებაში არაფერი ესაქმება. ლუისი ჩვენი სპორტის საოცარი წარმომადგენელია და მეტ პატივისცემას იმსახურებს. მისი დაუღალავი შრომა, მრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის, ბევრისთვის გაკვეთილს უნდა წარმოადგენდეს", - ვკითხულობთ F1-ის განცხადებაში.ისიც სათქმელია, რომ ლეგენდარული მრბოლელი არასასიამოვნო განცხადებებით ხშირად გამოირჩევა. მაგალითისთვის, პიკემ აირტონ სენამ სექსუალური ორიენტაცია საჯაროდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და მას "სან პაულოელი ტაქსის მძღოლი" უწოდა.