Belive

ეტო'ო | დღე, როდესაც კამერუნმა ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოიგო

2 წლის წინ სხვა
2 წთ
სიდნეის 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, კამერუნის ნაკრებმა სენსაცია მოახდინა და ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოიგო. იმ გუნდის წევრი ახალაზრდა ამომავალი ვარსკვლავი, სამუელ ეტო'ოც იყო, რომელსაც ჯერ საფეხბურთო სამყარო კარგად არ იცნობდა. ფინალურ მატჩში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, ეტო'ომ უმნიშვნელოვანესი გოლის გატანაც შეძლო. ისტორიულ გამარჯვებასთან დაკავშირებით, კამერუნელ ფეხბურთელს beIN SPORTS-ი ესაუბრა. როგორია თქვენი შეგრძნება იმის თაობაზე, რომ 2000 წელს, კამერუნის ოქროს მედალოსანი ნაკრების წევრი იყავით? საოცარი შეგრძება იყო. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ტურნირზე არაერთ სირთულეს წავაწყდით. მინდა, ამ მომენტით ვისარგებლო და ჩემს თანაგუნდელებს დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენი რთული ამბავი ერთად გავიარეთ, ფინალში ესპანეთის ნაკრები დავამარცხეთ და ოქროს მედალს დავეუფლეთ. ესპანეთთან 2 გოლი გავუშვით, მაგრამ პენალტების სერიაში, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. ეს იყო პირველი ოლიმპიური ოქრო კამერუნის ისტორიაში. სიდნეის ოლიმპიადიდან კიდევ რომელი შეხვედრა გახსოვთ? ბრაზილიასთან შეხვედრა კარგად მახსენდება. დამატებითი დრო დაინიშნა, ჩვენ კი ოქროს გოლი გავიტანეთ. გოლი მოდესტე მ'ბამიმ გაიტანა და გამარჯვების აღსანიშნავად სირბილი დაიწყო, ჩვენ კი მას უკან გავეკიდეთ. ბრაზილიელებმა ბურთი მოედნის ცენტრში დადეს, რატომღაც ფიქრობდნენ, რომ თამაში კვლავ გაგრძელდებოდა, თუმცა თამაში დასრულებული იყო, ჩვენ კი შემდეგ ეტაპზე გავედით. ადევნებთ თუ არა თვალყურს ტოკიოს ოლიმპიადას? ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სპორტი უყვარს, ოლიმპიურ თამაშებსაც უყურებს.  ეს ერთ-ერთი მთავარი ტურნირია და სპორტის მოყვარულები მას არ გამოტოვებენ. აუცილებლად ვუყურებ ტანმოვარჯიშეების დაპირისპირებას, ასევე ცურვას - ოლიმპიადაზე ბევრი საინტერესო სპორტი იყრის თავს. ფეხბურთელებისთვის, მთავარი მოტივაცია მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია, თუმცა სხვა სპორტისთვის, ოლიმპიადა ყველაზე პრესტიჟულია. საერთოდ, ოლიმპიადა და მსოფლიო ჩემპიონატი ის ტურნირებია, სადაც მილიონობით ადამიანის ოცნება ხდება. დარწმუნებული ვარ, წინ საოცარი ტურნირი გველოდება", - აღნიშნა მან.

იხილეთ მიმოხილვა

სხვა სტატიები