Belive

ESPN: "თუ ფრენკი ედგარი მოგწონდათ, ილია თოფურია შეგიყვარდებათ"

6 თვის წინ სხვა
1 წთ
თოფურიას აქვს ფრენკი ედგარის ყველა უნარი, მაგრამ ილია ლეგენდარული მებრძოლის უფრო თანამედროვე ვერსიაა. შესაძლოა, ის ოდნავ დაბალია, თუმცა ძალიან სწრაფი, ათლეტური და ძლიერია. თოფურიას აქვს ერთ-ერთი საუკეთესო კრივი დივიზიონში და შესანიშნავი საჭიდაო ბაზა, რომელიც მან საქართველოში განავითარა. პროცესში ჯერ არ გვინახავს როგორ შეუძლია ქართველს რთული სიტუაციიდან დაბრუნება, თუმცა ეს მისი ბრალი არაა, უბრალოდ არ დასჭირვებია. ივნისში ემეტის წინააღმდეგ გამართულმა ბრძოლამ დაგვანახა, რომ ილია ჩემპიონობისკენ მიდის.

თავისი კარგად გააზრებული ბრძოლის მანერით, თოფურია ახალი თაობის მებრძოლების შესანიშნავი მაგალითია. ედგარის პრაიმშიც ტაქტიკურად გამართული უამრავი მებრძოლის გამორჩევა შეიძლება, თუმცა ცოტა იყო ისეთივე მრავალმხრივი, როგორიც თოფურიაა. 26 წლის ასაკში ქართველს აქვს ყველაფერი, რათა უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს, ვიდრე ფრენკი ედგარმა - მარკ რეიმონდი / ESPN-ის ჟურნალისტი

ფრენკი ედგარი UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონია, მან ქამარი სამჯერ დაიცვა. UFC-ის ლეგენდა 8-ჯერ გახდა Fight of the Night-ის მონაწილე, აღნიშნული შედეგით ის პირველ ადგილს იყოფს ნეიტ დიაზთან, ედსონ ბარბოსასთან და დასტინ პორიესთან.

სხვა სტატიები