ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებმა ოლიმპიადისთვის შემადგენლობა დაასახელა
5 წლის წინ
სხვა
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერჯიო სკარიოლომ, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადისთვის 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ნაკრებს დაუბრუნდნენ გამოცდილი მოთამაშეები - პაუ გასოლი, სერხიო როდრიგესი და ალექს აბრინესი. გარდა ამისა, გუნდში ორი დებიუტანტი - უსმან გარუბა და სერხი მარტინესი იქნება.
ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა: ალბერტო აბალდე, ალექს აბრინესი, კარლოს ალოსენი, დარიო ბრიზუელა, ხუანჩო ერნანგომესი, მარკ გასოლი, პაუ გასოლი, პიერ ორიოლა, რიკი რუბიო, რუდი ფერნანდესი, სებას საისი, სერხიო ლული, სერხი მარტინესი, სერხიო როდრიგესი, უსმან გარუბა, ვიქტორ კლავერი, უილი ერნანგომესი, ხაბი ლოპეს-აროსტეგი.
ესპანეთი ოლიმპიადის პირველ მატჩს 26 ივლისს, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ამ ორი ნაკრების გარდა, C ჯგუფში არგენტინაც ასპარეზობს, მეოთხე გუნდის ვინაობა კი ჯერჯერობით უცნობია.
🚨 OFICIAL | La LISTA de 1️⃣8️⃣ jugadores para la preparación de los @juegosolimpicos de @Tokyo2020es.#LaFamilia #SomosEquipo — Baloncesto España (@BaloncestoESP) June 19, 2021