"ეს სხვა დონის სისულელეა" - დანა უაითი დვალიშვილის პოსტზე
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
რამდენიმე საათის წინ მერაბ დვალიშვილმა საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით პოსტი გამოაქვეყნა. ქართველმა მებრძოლმა ვარჯიშზე ჭრილობა მიიღო, რომელსაც ექიმის ჩარევა დასჭირდა. როგორც მერაბი ამბობს, სერიოზული არაფერია და საჩემპიონო ბრძოლას არ ჩაეხსნება.
დვალიშვილის პოსტმა დანა უაითი ძალიან გააბრაზა და მერაბის საქციელს სისულელე უწოდა.
ახლა მერაბის ჭრილობის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. ჩვენი ბიჭები ძალიან შტერები არიან. დაუჯერებელია. მართალია კრივის შესახებ ბევრ რამეს ვამბობ მაგრამ, საკრივო ბანაკებიდან არანაირი ინფორმაცია არ გამოდის. ჩვენი ბიჭები კი ვერ ითმენენ, რომ სოციალურ ქსელში რაიმე არ დაპოსტონ. "ეს პატარა ჭრილობაა, დიდი არაფერი" - მაგრამ სოციალურ ქსელში აუცილებლად უნდა გამოგვექვეყნებინა. რაში გჭირდება, რომ ამის შესახებ მეტოქემ იცოდეს. ეს სულ სხვა დონის სისულელეა. - განაცხადა დანა უაითმა
Dana White goes OFF on Merab Dvalishvili for posting his cut. 😳
— MMA Junkie (@MMAJunkie) August 21, 2024
"Our guys are so dumb, it's next-level unbelievable. ... It is next-level stupid." pic.twitter.com/Q4R20hsbsf
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და ო'მალის საჩემპიონო ბრძოლამდე ცოტა დრო რჩება. ჩხუბი 14 სექტემბერს ლას ვეგასში, Sphere-ში არის ჩანიშნული.