Belive

"ეს მაფიქრებინებს, რომ მერაბი კონორზე მაგარია" - ჩელ სონენი

6 თვის წინ სხვა
1 წთ

ჩელ სონენმა მერაბ დვალიშვილს თავდადება მოუწონა. როგორც იცით, მერაბმა ო'მალისთან ჩხუბამდე თითი მოიტეხა და ამის გამო ბრძოლას არ ჩაეხსნა. სონენმა აღნიშნული კონორის სიტუაციას შეადარა და თქვა, რომ ქართველი მეტად მაგარი აღმოჩნდა.

მერაბი მოტეხილ თითზე ამბობს, რომ არაფერია. ეს ისეთი ნათქვამი არაა, როგორც ხშირად ვამბობთ. მან გულწრფელად თქვა, რომ ამ ტრავმაზე ღელვა არ ღირს. ეს ძალიან მომეწონა და მაფიქრებინებს, რომ მერაბი კონორზე მაგარია.

ორივეს მსგავსი ტრავმა ჰქონდა და ამის შესახებ ინტერნეტშიც დაპოსტეს. ერთი ბრძოლას ჩაეხსნა, მეორემ თქვა ეს არაფერიაო. უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ მდიდარ ბიჭებს ბრძოლა არ შეუძლიათ. - ამბობს ჩელ სონენი

დვალიშვილი-ო'მალის მეორე ბრძოლა 8 ივნისს გამთენიისას დაიწყება. შეგახსენებთ, რომ მერაბისთვის ეს მეორე ქამრის დაცვა იქნება.

სხვა სტატიები