"ერთი რამ ცხადია, ტიტულისთვის შემდეგი მე ვარ" - მერაბ დვალიშვილი
7 საათის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იანთან რემატჩი გარანტირებული აქვს. თუმცა, არ გამართლდა ის მოლოდინი, რომლის მიხედვითაც "მანქანას" თეთრი სახლის ღონისძიებაზე უნდა ეჩხუბა.
ერთი რამ ცხადია, ამის შესახებ UFC-მ შემატყობინა, ტიტულისთვის შემდეგი მე ვარ. მათ ჩემი შრომისმოყვარეობა დაინახეს. პიოტრი 2023 წელს დავამარცხე, 2025-ში თავად მომიგო. მათ მითხრეს, რომ ჩვენი ჩხუბი თეთრ სახლში არ იქნება. თუმცა, არ მაინტერესებს თეთრი სახლი, შავი სახლი, ყვითელი სახლი, UFC Apex თუ ჩემი სახლის უკანა ეზო, ყველაფერზე თანახმა ვარ. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა
Merab Dvalishvili confirms his next fight is a trilogy with Petr Yan, but not at the White House:
— Full Violence ™ (@Full_Violence) January 28, 2026
“UFC tells me I’m next. I don’t care White House, Black House, yellow house, UFC Apex, or my backyard. This is our fight.” pic.twitter.com/F7kuuXy120
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი რეკორდის დამყარებასთან ძალიან ახლოს იყო. მერაბს ერთი გამარჯვება დააკლდა, რომ პირველი გამხდარიყო, ვინც ერთ წელიწადში 4 საჩემპიონო ჩხუბს მოიგებდა.