Belive

ერიკ ტენ ჰაგი, გუნდიდან გაშვების კანდიდატთა სიაში, მოწინავე პოზიციას იკავებს

1 წლის წინ სხვა
2 წთ
მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა ტენ ჰაგს დრო დასჭირდებოდა მისი ფილოსოფიის "მანჩესტერში" დასამკვიდრებლად, მაინც არავინ ელოდა, რომ ისინი პრემიერ ლიგის პირველ ორ მატჩს წააგებდნენ "ბრაიტონთან" და "ბრენტფორდთან". გულშემატკივრები აღარ ერიდებიან ნიდერლანდელი მწვრთნელის კრიტიკას და ფიქრობენ, რომ თუ ასე გააგრძელებს კლუბის დატოვება ძალიან მალე მოუწევს. აშკარაა, რომ ერიკის ექსპერიმეტნები არ ამართლებს, რაც ნათლად გამოჩნდა ერიქსენის ცრუ ცხრიანზე დაყენებით. სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა სტატისტიკა, სადაც ნაჩვენებია, დღევანდელი მონაცემებით, თუ რომელი მწვრთნელი არის ყველაზე ახლოს კლუბის დატოვებასთან. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ ტენ ჰაგი მოწინავე პოზიციაზეა და მესამე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ სეზონის წინ ამ სტატისტიკაში ნიდერლანდელი მწვრთნელი მე-15 პოზიციას იკავებდა. ახლა მასზე წინ, მხოლოდ ფრენკ ლამპარდი ("ევერტონი") და რალფ ჰაზენჰუტლი ("საუთჰემპტონი") არიან.
  საინტერესოა, გაათავისუფლებს "იუნაიტედი" ტენ ჰაგს? სეზონის სტარტი მართლაც საშინელი გამოდგა, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუნდმა მთავარი მწვრთნელი ახლავე გაუშვას. ერიკს დროს სჭირდება ალღო აუღოს პრემიერ ლიგას, გარდა ამისა, მისი ფილოსოფიის დამკვირდებაც ასე მალე ვერ მოხერხდება. შეგახსენებთ, რომ დღეის მონაცემებით, "წითელი ეშმაკები" სატურნირო ცხრილში ნული ქულით ბოლო ადგილს იკავებენ. 

სხვა სტატიები