Belive

ექსკლუზივი - ტოჩინოშინმა Live.Ge-ს მაყურებელს მიმართა

5 წლის წინ სხვა
1 წთ
13 იანვარს 2019 წლის პირველი სუპერტურნირი - "ჰაცუ ბაშო" დაიწყო, რომელშიც ქართველი ოძეკი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი იღებდა მონაწილეობას. ლევან გორგაძემ ბაშოს დაწყებამდე 1 კვირით ადრე მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთზე უმძიმესი დაზიანება მიიღო, რომელიც ბაშოს მიმდინარეობის პროცესში გაუმიზეზდა და ტურნირიდან მოეხსნა. სწორედ ამიტომ, Live.Ge-ს კოლექტივმა გადაწყვიტა ტოჩის გასამხნევებელი კამპანია დაეწყო, სახელად - #გაამხნევეტოჩი, რომელზეც ტოჩინოშინის რეაქციამ არ დააყოვნა. ქართველმა ოძეკიმ Live.Ge-ს მაყურებელს სამადლობელი სიტყვით მიმართა, რომელიც ხვალ, 19 იანვარს "ჰაცუ ბაშოს" რიგით მე-7 დღეს ექსკლუზიური ვიდეოს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ!

სხვა სტატიები