Belive

ენტონი პეტისმა UFC დატოვა

5 წლის წინ სხვა
1 წთ
UFC-ის მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონმა - ენტონი პეტისმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, პეტისმა UFC დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. გასულ კვირას, პეტისმა (24:10) ალექს მორენო დაამარცხა, რის შემდეგად Twitter-ზე განთავსებულ პოსტში UFC-ის მადლობა გადაუხადა. "12 წელი ამ კომპანიასთან და უამრავი გასაოცარი მომენტი. აღფრთოვანებული ვარ და მოუთმენლად ველი ჩემს მომავალს ამ სპორტში. გპირდებით, ჯერ არაფერი დასრულებულა!" - აღნიშნულია ენტონი პეტისის განცხადებაში.