Belive

ენტონი ჯოშუას წინ ურთულესი მეტოქე ელოდება

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ენტონი ჯოშუა, რომელიც თანამედროვე ბოქსის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებრძოლია, 2020 წლის ივნისში მომდევნო ბრძოლას გამართავს. "ეიჯიმ" უკანასკნელ ორთაბრძოლაში ენდი რუიზ ჯუნიორი განმეორებით შეხვედრაში დაამარცხა, სწორედ ამ უკანასკნელმა მოახერხა, რომ ჯოშუასთვის 22-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეეწყვიტა და ე.წ "Unbeaten" (Unbeaten - დაუმარცხებელი) სტატუსიც სამუდამოდ ჩამოერთვა. ენტონი ჯოშუას მომდევნო მეტოქე კუბრატ პულევი იქნება, რომელიც გამორჩეული ბულგარელი მებრძოლია. აღსანიშნავია, რომ მსგავსად ჯოშუასი, მასაც მხოლოდ ერთი მარცხი აქვს კარიერის განმავლობაში. გთავაზობთ ენტონი ჯოშუასა და კუბრატ პულევის მიერ ჩატარებული ორთაბრძოლების მცირე სტატისტიკას:

ენტონი ჯოშუა 

Anthony-Joshua-cool
ჩატარებული ბრძოლა: 24  გამარჯვება: 23  გამარჯვება ნოკაუტით: 21 მარცხი: 1 

კუბრატ პულევი

ჩატარებული ბრძოლა: 29 გამარჯვება: 28 გამარჯვება ნოკაუტით: 14 მარცხი: 1    გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჯოშუასა და პულევის ბრძოლა 20 ივნისს, ლონდონში, კერძოდ - საფეხურთო კლუბ "ტოტენჰემის" საშინაო არენაზე გაიმართება.

სხვა სტატიები