Belive

ენტონი ჯოშუა და ფრენსის ნგანუ საკმაოდ დიდ თანხას გამოიმუშავებენ

3 თვის წინ სხვა
1 წთ

8 მარტს საუდის არაბეთის ქალაქი რიადი კიდევ ერთ საინტერესო ბრძოლას უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს ფრენსის ნგანუ და ენტონი ჯოშუა დაუპირისპირდებიან.

ასეთ ბრძოლებში მოკრივეები რომ კოლოსალურ თანხებს იღებენ ახალი ამბავი არ არის. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრაც არ იქნება გამონაკლისი. Sports Business Journal-ის მიხედვით, ენტონი ჯოშუა $40 მილიონს, ხოლო ნგანუ $20 მილიონს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ კამერუნელის ანაზღაურება ფიურის ბრძოლასთან შედარებით ორჯერ გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა ნგანუმ ტაისონ ფიურის წინააღმდეგ გამართა, სადაც დამარცხდა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ კამერუნელმა მესამე რაუნდში ბრიტანელი ნოკდაუნში ჩააგდო და ბევრის აზრით, ბრძოლაც მოიგო.

რაც შეეხება ენტონი ჯოშუას, მან ბოლოს ოტო ვალინის წინააღმდეგ გამართა და მეხუთე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

სხვა სტატიები