ედსონ ბარბოსა ილია თოფურიასთან ბრძოლას ჩაეხსნა
ცნობილი გამოცემა MMA Fighting-ის თანახმად ედსონ ბარბოსა ილია თოფურიასთან ბრძოლას ჩაეხსნა. ამის მიზეზი მარცხენა მუხლზე მიღებული ტრავმაა, რომელიც ბრაზილიელს ზედმეტად აწუხებს. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ბარბოსამ ტრავმის მოსაშუშებლად ოპერაცია უკვე გაიკეთა. ჯერ კიდევ გაურკვეველია დარჩება თოფურია ბრძოლის გარეშე, თუ 29 ოქტომბრის ღონისძიებაზე ახალ მეტოქესთან მოუწევს ბრძოლა.
Edson Barboza injured, out of UFC Vegas 63 fight with Ilia Topuria (@guicruzzz) https://t.co/GfStQjy6di pic.twitter.com/edPgN35OUy
— MMA Fighting (@MMAFighting) September 28, 2022
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელს კარიერის საუკეთესო წლები ნამდვილად არ აქვს. მან 2017 წლის შემდეგ 10-დან შვიდი ბრძოლა წააგო, მათ შორის, ხაბიბ ნურმაგომედოვთან და ჯასტინ გეიჯისთან. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელს გიგა ჭიკაძესთანაც აქვს ბრძოლა ჩატარებული, სადაც ქართველმა "ნინძამ" მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა.
რაც შეეხება ილიას, ის პროფესიონალური კარიერის განმავლობაში დაუმარცხებელია. "ელ მატადორი" UFC-ში 2020 წლიდან არის და 4 ჩატარებული ბრძოლიდან ოთხივე მოიგო.