Belive

"ეჭვი მაქვს გეიჯი რაღაც გასაოცარს გააკეთებს და ყველას გააკვირვებს" - პადი ილიას და გეიჯის ჩხუბზე

3 საათის წინ სხვა
1 წთ

პადი პიმბლეტმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბის შესახებ ისაუბრა. ინგლისელის თქმით, გეიჯის ასე მარტივად ჩამოწერა არ შეიძლება. მას ეჭვი აქვს, რომ გეიჯისგან რაღაც გასაოცარს უნდა ველოდოთ.

გეიჯი ყველამ უკვე ჩამოწერა და ვისწავლეთ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. რაღაც უცნაური ეჭვი მაქვს, რომ შესაძლოა გეიჯიმ რაღაც გასაოცარი გააკეთოს და ყველა გაგვაკვირვოს. ეს ბრძოლაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველას შეუძლია ვიღაცის ცემა. გეიჯის გასამარჯვებლად უფრო მეტი მოტივაცია ექნება, რადგან სახლში, თავისი პრეზიდენტის წინ იბრძოლებს. - განაცხადა პადი პიმბლეტმა

შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში ღონისძიება აშშ-ს 250 წლის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საღამოს გაიმართება. ამ დღის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები