"ეჭვგარეშეა, კვლავ დავბრუნდები" - გიგა ჭიკაძე
15 საათის წინ
სხვა
1 წთ
UFC Vegas 112-ზე მარცხის შემდეგ, გიგა ჭიკაძე პირველ კომენტარს აკეთებს - ქართველი მებრძოლი გულშემატკივარს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება.
ეს სანტიმეტრების თამაშია. ზოგჯერ ჩაქუჩი ხარ, ზოგჯერ კი - ლურსმანი. სამწუხაროდ, გუშინ ჩემი დღე არ იყო. მოსამზადებელ ეტაპზე უდიდესი სამუშაო გავწიე და გამარჯვების გულწრფელად მჯეროდა. თავს დიდებულ ფორმაში ვგრძნობდი.
ვწუხვარ, ჩემი შვილების, მეუღლისა და ოჯახის მიმართ, რომელთაც უდიდესი მსხვერპლი გაიღეს და მუდამ მხარს მიჭერენ. არასდროს მსურდა, რომ ასეთ მდგომარეობაში ვენახეთ.
მადლობელი ვარ ჩემი გუნდის და ყველას მიმართ, ვინც გვერდში მედგა. ყველაფერი ღმერთისგანაა დაწერილი და მისი მჯერა გამარჯვებისა და მარცხის დროს.
ეჭვგარეშეა, მე კვლავ დავბრუნდები. - გიგა ჭიკაძე.
შეგახსენებთ, რომ UFC Vegas 112-ზე გიგა ჭიკაძე არგენტინელ კევინ ვალეხოსს დაუპირისპირდა და მეორე რაუნდში, ნოკაუტით დამარცხდა.