Belive

ძიუდოს ფედერაციამ ახალ პროექტებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა

1 დღის წინ სხვა
1 წთ

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" პრესკონფერცია და აღმასკომის წევრთა შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ფედერაციის ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს გეგმა ახალ პროექტებთან დაკავშირებით: "გამოწვევა 2029" (საქართველოში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ფარგლებში) და "გამოწვევა 2032" (ბრისბეინის ოლიმპიადის ფარგლებში).

ორივე პროექტის მონაწილეები დაკომპლექტდებიან ახალგაზრდა და ჭაბუკი ძიუდოისტებით, რომლებიც სპეციალური პროგრამით გაივლიან მზადებას.

სიახლეა სანაკრებო მზადების ნაწილშიც. მომდევნო ორი წლის განმავლობაში საერთო სანაკრებო ხელმძღვანელობას გურამ მოდებაძე ჩაიბარებს. მასთან კონტრაქტი ორი წლით გაფორმდება და ზედიზედ მხოლოდ ორჯერ ექნება ამ თანამდებობის დაკავების უფლება. ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში ოლიმპიური ნაკრები მაქსიმალურად ინდივიდუალური პროგრამითა და მიდგომით მოემზადება.

გურამ მოდებაძის სანაკრებო ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ისაუბრა:

ვულოცავ გურამ მოდებაძეს ამ თანამდებობაზე არჩევას. ის დიდი ხანია იმსახურებდა ამ ყველაფერს და დარწმუნებული ვარ, როგორც აქამდე იყო, ამჯერადა მეტად ღირსეულად გაართმევს თავს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობას. - დავით ქევხიშვილი.

ცვლილებებია ფედერაციის მმართველობაშიც. პრეზიდენტი ლოვან ნოზაძე საქმიანობას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გააგრძელებს. პრეზიდენტის რიგგარეშე აერჩევნები კი პირველ დეკემბერს გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს კანდიდატურის წარდგენა პირველ ნოემბრამდე შეეძლებათ.