Belive

ვეტერანების ევროპის ჩემპიონატი 2023 - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

11 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

8-11 ივნისს, სლოვენიის ქალაქი პოდჩეტრტეკი ძიუდოს ვეტერანების ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 22 სპორტსმენით იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 21 მამაკაცი, ხოლო 1 ქალია.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეჯიბრზე იასპარეზებს ფალავანთა-ფალავანი, უძლიერესი - ალექსი დავითაშვილი.


საქართველოს ვეტერანთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

66 კგ: პაატა მერებაშვილი; თამაზ მჭედლიშვილი; გიორგი პაპოშვილი.

73 კგ: ხვიჩა ბალიაშვილი; ლევან ჩუბინიძე

81 კგ: დავით უძილაური; ზურაბ დოგანაძე; სანდრო იაკობაშვილი

90 კგ: ზაზა დავაძე; ზაზა მახათაძე; იოსებ მარგველაშვილი; ელგუჯა გვასალია

100 კგ: გიორგი მოდებაძე; გიორგი წოწიაშვილი; ვანო გიგილაშვილი; დევიკო გობეჯიშვილი

+100 კგ: ალექსი დავითაშვილი; ადვით ლორიაშვილი; შალვა ბექაური; გია კუთხაშვილი; გეგი თამლიანი; ირაკლი ახრახაძე.

-70 კგ: მაია ტარუაშვილი.

სხვა სტატიები