Belive

ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი ჰააგის გრანდ პრიზს გამოეთიშნენ

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 18 ნოემბერს სტარტი აიღო ნიდერლანდების ქალაქ ჰააგში ძიუდოს გრანდ პრის ბოლო, მე-3 დღემ, სადაც საქართველოს სახელით -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილი, ხოლო -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი ასპარეზობდნენ. სამწუხაროდ, 1/4 ფინალში ვარლამ ლიპარტელიანი ტატამზე არ გამოცხადდა და შეჯიბრიდან მოიხსნა, ხოლო რაც შეეხება ავთანდილ ჭრიკიშვილს, იგი 1/4 ფინალში ბელგიელი ჟუაკიმ ბოტიეაუსთან ბრძოლაში 1:34 წუთზე ტატამზე დავარდა და ტრავმა მიიღო, მისმა ბელგიელმა მოწინააღმდეგემ კი ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

სხვა სტატიები