Belive

ვაჟა მარგველაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემის ნახევარფინალშია!

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 21 თებერვალს სტარტი აიღო დიუსელდორფის გრანდ სლემმა, სადაც დღევანდელ დღეს საქართველოს სახელით 4 სპორტსმენი ასპარეზობდა. -60 კგ-ში ასპარეზობა უკვე დაასრულეს: ჯაბა პაპინაშვილმა და თემურ ნოზაძემ, ხოლო -66 კგ წონით კატეგორიაში კი ვაჟა მარგველაშვილი კი ნახევარფინალში გავიდა. 1/4 ფინალში ვაჟა მარგველაშვილმა აზერბაიჯანელი - ორხან საფაროვი დაამარცხა და ნახევარფინალში რუს - იაკობ შამილოვსა და ესპანელ - ალბერტო მარტინ გაიტეროს შორის გამარჯვებულს დაუხვდება, ხოლო ბაგრატ ნინიაშვილი კი 1/4 ფინალში ბულგარელ - ბოჰიდან ტემელკოვისთან დამარცხდა და დამამშვიდებელ წრეში იჭიდავებს.

სხვა სტატიები