Belive

"წარმოუდგენელი გუნდური სულისკვეთება" - ქართველი ძიუდოისტები IJF-ს ვიდეოკოლაჟში | VIDEO

10 თვის წინ სხვა
1 წთ

IJF-ს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, გუნდური სულისკვეთებისა და ემოციების შესახებ ვიდეო განთავსდა, რომელშიც ქართველი ძიუდოისტების კადრები მრავლადაა.

დოჰაში გამართული ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, ქართველი ძიუდოისტებისთვის ისტორიული გამოდგა. 90 წონით კატეგორიაში გამართული ქართული ფინალისა და ინდივიდუალურად მოპოვებული 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი ისტორიაში პირველად მოიპოვა! ამ გამარჯვებით ჩვენმა ნაკრებმა 2024 წლის ოლიმპიადის გუნდური შეჯიბრის ლიცენზიაც მოიპოვა!

სხვა სტატიები