Belive

ტომა ნიკიფოროვი ევროპის ჩემპიონატიდან მოეხსნა

2 წლის წინ სხვა
1 წთ

-100 კგ წონითი კატეგორიის მოქმედი ევროპის ჩემპიონი, ბელგიელი - ტომა ნიკიფოროვი, სოფიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატიდან მოეხსნა. მიზეზი ნეკნის ტრავმაა, რომელიც მან ვარჯიშზე 3 აპრილს მიიღო. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ტრავმისა და მოახლოვებული ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა.

 
View this post on Instagram
 

A post shared by Nikiforov Toma (@nikiforovtoma)

"სამედიცინო პერსონალთან, პირად მწვრთნელთან და ბელგიის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ სოფიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა არ მივიღო. წინა შეჯიბრზე მივიღე ტრავმა და ნეკნის დაზიანება, რომელიც ახლაც მაწუხებს და ევროპის ჩემიონატზე ასპარეზობამ შეიძლება ეს ყველაფერი უფრო გაამძაფროს. ძალიან ნაწყენი ვარ, თუმცა ამ ეტაპზე ეს სწორი გადაწყვეტილებაა". - ტომა ნიკიფოროვი.
ტომა ნიკიფოროვი ევროპის ჩემპიონატის 2-გზის ჩემპიონია. მან 2021 წელს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში ვარლამ ლიპარტელიანი დაამარცხა. შეგახსენებთ,რომ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატი 29 აპრილს აიღებს სტარტს და 1 მაისს დასრულდება. -100 კგ წონით კატეგორიაში კი საქართველოს ნაკრებს 2 წარმომადგენელი ეყოლება: ილია სულამანიძე და ვარლამ ლიპარტელიანი.

ასევე: იხილეთ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

 

სხვა სტატიები