Belive

ტოკიოს ოლიმპიადა | ქართველი სპორტსმენების განრიგი 25 ივლისს

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ტოკიოს ოლიმპიადაზე, პირველი საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის დასრულდებულია. საქართველოს ნაკრების სახელით 5 სპორტსმენი ასპარეზობდა: ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო); ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი); სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა); ესკერხან მადიევი (კრივი) და ირაკლი რევიშვილი (ცურვა). ლუხუმ ჩხვიმიანი, ირაკლი რევიშვილი და სანდრო ბაზაძესთვის ოლიმპიადა უმედლოდ დასრულდა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელი მეტოქე - კარბალეს ბაენა 2 სეტში 6:3; 6:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე, 1/16 ფინალში გავიდა. ბასილაშვილის მსგავსად გაიმარჯვა მოკრკივე ესკერხან მადიევმაც. 25 ივლისს საქართველოს ნაკრების სახელით კი 6 სპორტსმენი იასპარეზებს: ნინო სალუქაძე ( სროლა, 10მ პისტოლეტით); ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო); ტატიენა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო); შოთა მიშველაძე (ძალოსნობა, -61 კგ); გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, -67 კგ) და გიორგი ხარაბაძე (კრივი). ნინო სალუქვაძე ასპარეზობაში 04:00 საათიდან ჩაერთვება. ვაჟა მარგველაშვილი და ტატიენა ლევიცკა-შუკვანი კი ტატამზე 06:00 საათიდან გამოვლენ. შოთა მიშველაძე და გოგა ჩხეიძე ასპარეზობაში 06:50 საათიდან ჩაერთვებიან. გიორგი ხარაბაძეს კი 07:35 საათიდან უნდა ველოდოთ. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ სპორტსმენებს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე.

სხვა სტატიები