Belive

ტოკიოს გრანდ სლემი - ქართველი ფალავნების მეტოქეები ცნობილია | პრევიუ

1 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ

3-4 დეკემბერს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ტოკიოს გრანდ სლემი აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 6 სპორტსმენი იჭიდავებს, საიდანაც 5 გოგო იქნება, კაცებიდან კი მხოლოდ ერთი - ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი - ლაშა ბექაური იჭიდავებს.

-90 კგ

ლაშა ბექაური A ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, სამხრეთ კორეელ - დონჰვან გვაკსა და აშშ-ს წარმომადგენელ - ხერონიმო საუკედოს შორის გამარჯვებული იქნება.

1/4-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ლაშა ბექაურის სავარაუდო მეტოქე, იაპონელი - სოიჩირო მუკაი იქნება.

lasha-beqauri

-57 კგ

-57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე იჭიდავებენ.

ეთერი A ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, თუმცა პირველივე ბრძოლაში მისი სავარაუდო მეტოქე, იაპონელი - ცუნაკა იოშიდა იქნება, რომელიც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონია.

ethera

რაც შეეხება ნინო ლოლაძეს, ნინო C ბადეში განუთესავია და ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ერთვება, სადაც გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ - მაიტა მოჰამედს შეხვდება. მისი დამარცხების შემთხვევაში კი მეორე ეტაპზე გავა, სადაც გერმანელი მეტოქე - პაულინე სტარკეს დაუპირისპირდება.

lola

-63 კგ

-63 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას - ეთერ ასკილაშვილი დაიცავს.

ეთერი C ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასაპრეზობაში პირველი ეტაპიდან ერთვება და მას ავსტრალიელი მეტოქე - მაევი კოლანი ეყოლება. ავსტრალიული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ქართველი ფალავანი პოლონელ - ანჟელიკა შიმანსკას შეხვდება.

askila

-70 კგ

-70 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას ნინო გულბანი დაიცავს.

გულბანი A ბადეში განუთესავი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში პირველივ ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე, რუმინელი - სერაფიმა მოსკალუ იქნება. რუმინული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ქართველი ფალავანი ნიდერლანდელ - ჰილდე იაგერს დაუპირისპირდება.

gqhlbani

+78 კგ

და ბოლოს, ტრადიციულად, +78 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას სოფიო სომხიშვილი დაიცავს.

სოფიო ასპარეზობას C ბადეში პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც იაპონელი მეტოქე - ჰიკარუ კოდამა ეყოლება. იაპონური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ქართველი ფალავანი სამხრეთ კორეელ - ჰაიუნ კიმს შეხვდება.

sophio

3 დეკემბრის საშეჯიბრო დღის განრიგი: დასაწყისი 04:30 საათი - ფინალური ბლოკი 10:30 საათი.

4 დეკემბერი: წინასწარი შეხვედრები 06:00 საათი - ფინალური ბლოკი 12:30 საათი.

სხვა სტატიები